ახალი ამბები

ფეისბუკზე ვერიფიკაციის ნიშანი ფასიანი ხდება – ცუკერბერგი

19 თებერვალი, 2023 • 7666
ფეისბუკზე ვერიფიკაციის ნიშანი ფასიანი ხდება – ცუკერბერგი

სოციალურ ქსელ ფეისბუკის შემქმნელი და კომპანია Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ფეისბუკზე ვერიფიკაციის ნიშნის დასაყენებლად ყოველთვიურად გარკვეული თანხა იქნება გადასახდელი. ამის შესახებ განცხადება მან ფეისბუკზე გააკეთა.

“მიმდინარე კვირაში ჩავუშვებთ Meta Verified-ს [დამოწმებული ანგარიში] – გამოწერის სერვისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაამოწმოთ თქვენი ანგარიში სახელმწიფო ID-ის მეშვეობით, მიიღოთ ლურჯი ნიშანი, დამატებითი დაცვა იმ ანგარიშებისგან, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ისინი არიან თქვენ [ანუ ყალბი ანგარიშები აქვთ თქვენი სახელით შექმნილი] და მიიღოთ პირდაპირი წვდომა მომხმარებლების მხარდამჭერთა ჯგუფთან.

ეს ახალი ფუნქცია იქმნება ჩვენ სერვისებში ავთენტურობისა და უსაფრთხოების გასაზრდელად. Meta Verified-ის ღირებულება დაიწყება $11.99-დან ყოველთვიურად ვებზე ან $14.99 ყოველთვიურად iOS-ზე. ამ ფუნქციას ჩავუშვებთ ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში მიმდინარე კვირაში, და მალე სხვა ქვეყნებშიც”, – წერს ცუკერბერგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი