მარტვილში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, რამდენიმე საათის წინ 6 წლის მოზარდი გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები მოზარდს ამ დრომდე ეძებენ.
ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მდინარე ცხენისყლის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 18:00 საათისთვის მიიღეს:
“დაახლოებით 6 საათზე შემოვიდა შეტყობინება მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ, რომ ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა და ბავშვი აღარ ჩანდა. თვითმხილველებმა გვითხრეს, რომ ბავშვი წყალში იმყოფებოდა, ბაბუამ მოიკითხა და ბავშვი უკვე აღარ ჩანდა”, – ამბობს ის.
გარეკანის ფოტო ნეტგაზეთის არქივიდანაა და არ ასახავს სტატიაში აღნიშნულ მოვლენას