2023 წლის პირველ 10 თვეში საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა, ჯამში, 1 015 024 სტუმარს უმასპინძლა. ამ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1 015 024 მნახველიდან 589 841 სხვა ქვეყნის მოქალაქეა. სააგენტოს ცნობით, უცხოელი მნახველების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 29%-ითაა გაზრდილი.
2023 წელს ყველაზე მეტი სტუმარი ეწვია შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:
- მარტვილის კანიონი;
- პრომეთეს მღვიმე;
- მტირალას ეროვნული პარკი;
- სათაფლია;
- წალკის კანიონი.
“საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 10 თვეში, 2019 წლის მონაცემები 90%-ით არის აღდგენილი”, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
მათივე ცნობით, 2023 წელს ეკოტურიზმის განვითარებისთვის, ჯამში, 22.5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება.