მარტვილში, წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც დაუდასტურა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობენ. მათივე თქმით, ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ მდებარეობს.