ეგვიპტეში, ქალაქ გიზაში ეკლესიაში გაჩენილ ხანძარს 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„როიტერსის“ ცნობით, დაშავდა კიდევ 45 ადამიანი.
კოპტურ ეკლესიაში და მის მიმდებარედ კვირა დილას 5,000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.
სააგენტოს თანახმად, ხანძარმა ეკლესიის შესასვლელი ჩახერგა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.
გამოცემის ცნობითვე, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია.