ახალი ამბები

 ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ იორდანია და ეგვიპტე

21 ოქტომბერი, 2023 • 1557
 ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ იორდანია და ეგვიპტე

ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს მოუწდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ იორდანია და ეგვიპტე. ოფიციალური იერუსალიმის გაფრთხილება ეხება მაროკოსაც – ამ შემთხვევაში, ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს არააუცილებელი მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

CNN-ის ინფორმაციით, გაფრთხილების მიზეზი ამ ქვეყნებში ისრაელის საწინააღმდეგო განწყობების ზრდაა.

ისრაელის პრემიერმინისტრის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს დროებით თავი შეიკავენ ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ ქვეყნებში მოგაზურობისგაბნაც.

7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა დაიწყო. ომი, რომელიც უკვე ორი კვირაა გრძელდება, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ცხელ წერტილში მყოფ მოსახლეობას, არამედ სხვა ქვეყნებსაც. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იმართება მხარდამჭერი აქციები, რაც ზრდის თავდასხმების რისკს.

მასალების გადაბეჭდვის წესი