ახალი ამბები

ეგვიპტე პალესტინელი ლტოლვილების ნაკაბის უდაბნოში განთავსების წინადადებით გამოდის

18 ოქტომბერი, 2023 • 997
ეგვიპტე პალესტინელი ლტოლვილების ნაკაბის უდაბნოში განთავსების წინადადებით გამოდის

ეგვიპტის პრეზიდენტი, აბდულ-ფათაჰ ალ-სისი ურჩევს ისრაელს, ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილები ისრაელში მდებარე ნაკაბის უდაბნოში განათავსოს მანამ, სანამ „დაასრულებს ოპერაციებს ჰამასის და სხვა ისლამისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ“.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ალ-სისიმ აღნიშნა, რომ ეგვიპტეში 8,5 მილიონი ლტოლვილია და მის ქვეყანას მეტის მიღება აღარ შეუძლია. ეგვიპტის პრეზიდენტმა აგრეთვე ხაზი გაუსვა სამოქალაქო პირების მკვლელობის მიუღებლობას.

მისივე თქმით, პალესტინელების ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე განთავსების იდეას ეგვიპტის მოსახლეობა შეეწინააღმდეგა, ხოლო ლტოლვილების განთავსების შედეგადვე ეს ტერიტორია შეიძლება იქცეს ისრაელის წინააღმდეგ შეტევების განხორციელების ბაზად.

„თუ პალესტინელებს [სინაიზე] მასობრივად გადმოსვლის საშულებას მივცემთ, შეიძლება იქიდან ტერორისტული ოპერაციები განხორციელდეს ისრაელის წინააღმდეგ და ისრაელს საპასუხო ზომების მიღება შეეძლება“, – ციტირებს ალ-სისის „სი-ენ-ენი“.

პალესტინელი ლტოლვილების მიღების შეუძლებლობაზე განაცხადა იორდანიამაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი