ახალი სპორტული ობიექტი 2795 კვ/მ ფართზე შენდება. სამსართულიანი შენობა მოიცავს 180 მაყურებელზე გათვლილ საშეჯიბრო და სავარჯიშო დარბაზებს, სასტუმრო ნომრებს და კვების ობიექტს.
ამ ეტაპისთვის, კეთილმოეწყობა სველი წერტილები, საშხაპეები, გასახდელები, სამედიცინო და დამხმარე სათავსოები, მიმდინარეობს გარე პერიმეტრის მოპირკეთების სამუშაოები. ეწყობა პანდუსები, დასასვენებელი და საპარკინგე ადგილები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე.
მიმდინარეობს შენობის გადახურვა, ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთება. ობიექტზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული.
4 406 083 ლარის ღირებულების ობიექტის მშენებლობაზე ტენდერი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა. სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენი “ ასრულებს. პროექტის დასრულება 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.