ახალი ამბებირეკლამა

6 დასრულებული, 3 მიმდინარე და 7 დაგეგმილი პროექტი – აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2023 წელი შეაჯამა

28 დეკემბერი, 2023 • 2450
6 დასრულებული, 3 მიმდინარე და 7 დაგეგმილი პროექტი – აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2023 წელი შეაჯამა

აჭარის პროექტების მართვის კომპანია უკვე წლებია აქტიურად აშენებს სპორტულ მოედნებსა და სხვადასხვა სახეობის სავარჯიშო კომპლექსებს მაღალმთიან და ზღვისპირა მუნიციპალიტეტებში. დაფუძნებიდან დღემდე ექსპლუატაციაში შევიდა 250 000 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის ობიექტი. 2023 წელს დასრულდა ჩაქვში ძალოსნობის ბაზა, ღორჯომში საჭიდაო დარბაზი და შუახევის საფეხბურთო მოედანი.

3

გასულ წელს დაიწყო და გრძელდება: ჩაქვის სარაგბო სტადიონი და შუახევის ზიპლაინი „არწივის ბუდე“, 2024 წელს დაიწყება ბათუმის საჩოგბურთო კორტების რეაბილიტაცია. სამივე მათგანი მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება და რეგიონის ზღვისპირა ნაწილს საერთაშორისო დონის ობიექტები შეემატება.

2024 წელს კი, აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ რამდენიმე სპორტული კომპლექსი და სარაგბო მოედნების მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.

მომავალი წლიდან დაიწყება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტის მშენებლობა: ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდება მრავალფუნქციური პოლიკლინიკისა და სასწრაფო დახმარებისთვის განკუთვნილი შენობები.

2

მნიშვნელოვანია ხელვაჩაურის სპორტკომპლექსი და ს/კ „მაჭახელას“ საფეხბურთო სტადიონი, ასევე ქედის სასპორტო კომპლექსი და ს/კ „მერისის“ საფეხბურთო მოედანი, ხულოს სპორტსკოლა და სტადიონი, ფურტიოს და ხუცუბნის სარაგბო მოედნები, რომლებიც პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. მსგავსი მასშტაბების მრავალფუნქციური ობიექტები აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებში უპრეცედენტოა და ხელს უწყობს მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

ქალაქისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია ჭადრაკის სასახლე, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იქნება თავისი დიზაინითა და ვიზუალით ნებისმიერი ქვეყნის მსგავსი დანიშნულების ობიექტისგან.

1

აჭარის პროექტების მართვის კომპანია იწყებს ორ ტურისტულ-გამაჯანსაღებელ პროექტს, რომლებიც არამარტო სპორტსმენებით, არამედ ადგილობრივებითა და ტურისტებით დაიტვირთება. ქობულეთის სასპორტო კომპლექსი კოტეჯებითა და რამდენიმე სხვადასხვა ტიპის მოედნით გახდება ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი ადგილი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც იწყებს აჭარის პროექტების მართვის კომპანია, არის ზიპლაინი „არწივის ბუდე“, რომელიც იქნება ევროპაში ყველაზე გრძელი ორხაზიანი საბაგირო. 10 მეტრი სიმაღლის ზედა და ქვედა სადგურებს შორის ბაგირების სიგრძე – 1752 მ იქნება. ობიექტი ზღვის დონიდან 2300 მ მ-ზე ჩირუხის მთაზე მოეწყობა და იქნება ტურისტული ლოკაცია კოტეჯებითა და პანორამული ხედებით. პროექტში, რომელშიც გათვალისწინებულია ადგილობრივი ლანდშაფტისა და ფლორის შენარჩუნება, ხელს შეუწყობს აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში სოფლად ტურიზმის განვითარებას.

4

ჯამში აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ 2023 წლამდე აშენდა და უკვე ფუნქციონირებს 6 ობიექტი, სრულდება 3 და მომავალი წლიდან დაიწყება კიდევ 7 პროექტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი