ახალი ამბებირეკლამა

აჭარაში კიდევ ერთი რაგბის მოედანი შენდება

31 ოქტომბერი, 2023 • 1117
აჭარაში კიდევ ერთი რაგბის მოედანი შენდება

აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარებისთვის ბოლო პერიოდში ეწყობა მოედნები და სავარჯიშო ბაზები. წელს აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს ქობულეთში, ჩაქვის სარაგბო ბაზის მშენებლობა. ამ ეტაპისთვის, მზადდება მოედანი და ხორციელდება შემოტანილი ბალასტის მოსწორება-მოშანდაკება. პარალელურად, კეთდება სამაყურებლო ტრიბუნები და ღობე მოედნის ირგვლივ. ასევე, შენდება პროექტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობა, სადაც განთავსდება საშხაპეები, გასახდელები, სამედიცინო კაბინეტი და ოთახები მწვრთნელებისთვის და მსაჯებისთვის, დახურული სავარჯიშო დარბაზი, მოსასვენებელი ოთახი და კაფე სპორტსმენებისთვის.

1

მალე დაიწყება სადრენაჟე სისტემის მოწყობა, რის შემდეგაც დაიგება ხელოვნური საფარი, მოეწყობა სპორტული განათება. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საპარკინგე ზონა, როგორც მსუბუქი მანქანებისთვის, ასევე ავტობუსებისთვის.

ჩაქვის სარაგბო ბაზა გათვლილია 300 მაყურებელზე და სრულად დააკმაყოფილებს ევროსტანდარტებს.

5 390 651 ღირებულების ჩაქვის სარაგბო მოედნის მშენებელობა, რომელსაც „შპს გლობალ სტანდარტმშენი“ ახორციელებს, მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება.

2

3

მასალების გადაბეჭდვის წესი