ახალი ამბებირეკლამა

აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში 2023 წლის ანგარიში წარადგინეს

27 დეკემბერი, 2023 • 1026
აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში 2023 წლის ანგარიში წარადგინეს

აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში 2023 წლის სამუშაოები შეაჯამეს და მომავალი გეგმები გააჟღერეს. პრეზენტაცია რეგიონის ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის აპარატის წარმომადგენლებს კომპანიის დირექტორმა, ბაქარ ჩიტაიამ წარუდგინა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას ორგანიზაციის თანამშრომლები და პროექტების კოორდინატორები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ კომპანიის თანამშრომლები, რომლებმაც წლის განმავლობაში მაღალი სამსახურებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს.

1

აჭარის პროექტების მართვის კომპანია უკვე წლებია აქტიურად აშენებს სპორტულ მოედნებსა და სხვადასხვა სახეობის სავარჯიშო კომპლექსებს მაღალმთიან და ზღვისპირა მუნიციპალიტეტებში.

დაფუძნებიდან დღემდე ექსპლუატაციაში შევიდა 250 000 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის ობიექტი. 2023 წელს დასრულდა ჩაქვში ძალოსნობის ბაზა, ღორჯომში საჭიდაო დარბაზი და შუახევის საფეხბურთო მოედანი.

ჯამში აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ 2023 წლამდე აშენდა და უკვე ფუნქციონირებს 6 ობიექტი, სრულდება 3 და მომავალი წლიდან დაიწყება კიდევ 7 პროექტის განხორციელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი