ახალი ამბები

რუსეთიდან ტურიზმი ახლავე უნდა შეწყდეს – ესტონეთის პრემიერი

9 აგვისტო, 2022 •
რუსეთიდან ტურიზმი ახლავე უნდა შეწყდეს – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ დროა, ევროპის ქვეყნებმა უარი განაცხადონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე.

„შეწყვიტეთ ტურისტული ვიზების გაცემა რუსებზე. ევროპაში ვიზიტი პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება“, – წერს კაია კალასი ტვიტერზე.

მისი თქმით, რუსეთიდან [ევროპაში] საჰაერო მგზავრობა დაკეტილია, რაც „ნიშნავს, რომ სანამ შენგენის ქვეყნები ვიზებს გასცემენ, რუსეთის მეზობლებს (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია) უწევთ ამ ტვირთის ზიდვა“.

„რუსეთიდან ტურიზმი ახლავე უნდა შეწყდეს“, – წერს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი