ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვმა ცხინვალს სამხედრო ტექნიკა ისევ გადასცა

28 ივლისი, 2022 • 1862
მოსკოვმა ცხინვალს სამხედრო ტექნიკა ისევ გადასცა

ოსური სააგენტო რეს-ის ცნობით, რუსეთმა ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში ცხინვალს კვლავ გადასცა სამხედრო ტექნიკა.

“საჭიროების შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის ხალხი მუდამ მზადაა საკუთარი ტერიტორიის, ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად. დღეს ჩვენ მოწმე ვართ იმ მორიგი შედეგის, რომელიც მიღწეულია რუსეთთან შეთანხმებების ფარგლებში” ,- განაცხადა ალან გაგლოევმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ტექნიკის გადაცემის დროს.

“სამშვიდობო და თავდაცვითი” დანიშნულების სამხედრო ტექნიკა რუსეთმა, ოფიციალური ცნობით, ცხინვალს რამდენიმე თვის წინაც გადასცა. 

მოსკოვსა და ცხინვალს შორის არსებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნას ითვალისწინებს. სწორედ ამ ვალდებულებების ფარგლებში, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდან რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ტექნიკა და რუსულ ბაზაზე მომუშავე სამხედრო პერსონალი გაიყვანა.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან ყირიმში 150 სამხედრო გადაიყვანა – უკრაინის გენშტაბი

მასალების გადაბეჭდვის წესი