ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინმა თბილისთან, ცხინვალთან და სოხუმთან საზღვრის დემარკაციისთვის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

4 იანვარი, 2021 • 1628
პუტინმა თბილისთან, ცხინვალთან და სოხუმთან საზღვრის დემარკაციისთვის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან და დე ფაქტო სოხუმთან და ცხინვალთან საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციისთვის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ პეტრაკოვი წარადგინა.

პეტრაკოვმა აღნიშნულ პოზიციაზე შეცვალა იგორ ბრატჩიკოვი, რომელიც პოსტზე 2012 წლის აგვისტოდან იმყოფებოდა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სრულად შეთანხმებული მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკასთან აქვს. იმის გამო, რომ დანარჩენი სამივე მეზობელი საქართველოსთან ერთად საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკები იყვნენ, სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესი მხოლოდ 1990-იანი წლების შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი