ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვმა ცხინვალს “სამშვიდობო და თავდაცვითი” სამხედრო ტექნიკა გადასცა – ოსური მედია

21 სექტემბერი, 2021 • 1555
მოსკოვმა ცხინვალს “სამშვიდობო და თავდაცვითი” სამხედრო ტექნიკა გადასცა – ოსური მედია

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო “რეს”-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცხინვალში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, ოსურ მხარეს “სამშვიდობო და თავდაცვითი” დანიშნულების სამხედრო ტექნიკა გადასცა.

ოფიციალური ცნობითვე, სამხედრო ტექნიკა ცხინვალს გადაეცა თავდაცვის უწყებების აქამდე არსებული ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში.

“ახალი ტექნიკის წყალობით შევძლებთ საკუთარი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზაობის გაზრდას”, – განაცხადა ღონისძიებაზე დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა.

მისივე თქმით, ეს არის რუსეთის სამხედრო ტექნიკის მოწოდების პირველი ეტაპი , უახლოეს პერიოდში კი ცხინვალში კიდევ ახალი რუსული ტექნიკა შევა.

“გარანტიას გაძლევთ, რომ ამ ქონებას კვალიფიციურად და ხარისხიანად გამოვიყენებთ, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით”, – განუცხადა რუსულ მხარეს გასიევმა.

მოსკოვსა და ცხინვალს შორის არსებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნას ითვალისწინებს.

ცხინვალი; სამხედრო აღჭურვილობის გადაცემა; ფოტო: cominf.org

 

მასალების გადაბეჭდვის წესი