ახალი ამბები

რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან ყირიმში 150 სამხედრო გადაიყვანა – უკრაინის გენშტაბი

28 მარტი, 2022 • 2900
რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან ყირიმში 150 სამხედრო გადაიყვანა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან ყირიმში 150-მდე სამხედრო გადაიყვანა. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის წარმომადგენელმა დღეს, 28 მარტს განაცხადა:

“უკრაინის მეზობელ რეგიონებში შემდგომი მოქმედებებისთვის სამხრეთ ოსეთიდან 150-მდე ადამიანი გადაიყვანეს [რუსეთმა] ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ასევე დაფიქსირდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მობილიზების ფარული ღონისძიებები, შემდგომ უკრაინასთან ომში ჩაბმის მიზნით”, – განაცხადეს გენშტაბში.

ეს არ არის პირველი ცნობა უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან სამხედრო ძალის მობილიზების შესახებ. 12 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალები ბრძოლებში რთავდნენ დაქირავებულებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი