ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყველაფერი ნორმალურად იქნება – გახარია ცხინვალში დაკავებულ მღებრიშვილზე

22 აგვისტო, 2020 • 968
ყველაფერი ნორმალურად იქნება – გახარია ცხინვალში დაკავებულ მღებრიშვილზე

“უაღრესად სამწუხარო ფაქტია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაშურში, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ საქართვრლოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილისთვის სამთვიანი პატიმრობას შეფარდებას შეეხებოდა.

“ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე. ყველაფერი იქნება ნორმალურად,“- აღნიშნა პრემიერმა.

21 აგვისტოს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო. მღებრიშვილი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რაც “სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას” გულისხმობს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 16 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, გორის რაიონის სოფელ მეჯვირსხევის მკვიდრი, რომელიც „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით 3 ივლისს დააკავეს, დაინტერესებული იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბინადარი ღამურებით, რომლებიც 5-10 ათას აშშ დოლარად უნდა გაეყიდა. ბრალდებას თბილისში აბსურდულს უწოდებენ.

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი