ახალი ამბები

ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს — ვოლსკი

15 ივლისი, 2022 •
ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს — ვოლსკი

„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, უნდა მოხდეს ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია.

მისი განცხადებით კუბილიუსი ევრიპარლამენტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ევროკავშირი არ არის [ანდრიუს] კუბილიუსი. კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება, ევროპარლამენტს დაემუქროს.

[რასა] იუკნევიჩიანე ამ კონტექსტში განვიხილოთ. ეს არის ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც კუბილიუსის დროს იკავებდა ამ პოზიციას“, —განაცხადა გიორგი ვოლსკმა.

ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე ევროპარლამენტარები არიან. ბოლო დროს ისინი აკრიტიკებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას რეფორმების შეუსრულებლობისა და პოლარიზაციის გაღრმავებისთვის.

რასა იუკნევიჩიანემ 12 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს დეოლიგარქიზაციაში იგულისხმება დებიძინიზაცია, იგივე დეივანიშვილიზაცია. აღნიშნულს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ წევრთა განცხადებები, რომელთა თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და ევროპარლამენტი დეოლიგარქიზაციაში ივანიშვილს არ გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი