ახალი ამბები

შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყანაში საპროტესტო აქციების ფონზე მალდივებზე გაფრინდა

13 ივლისი, 2022 • 379
შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყანაში საპროტესტო აქციების ფონზე მალდივებზე გაფრინდა

შრი-ლანკის პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაკსამ ქვეყანა დატოვა და მალდივებზე გაფრინდა.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც შრი-ლანკაში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეები პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციებში შეიჭრნენ, რაჯაპაკსამ გადადგომის პირობა დადო, თუმცა დაპირების შესრულებამდე რამდენიმე საათით ადრე ქვეყანა დატოვა.

Reuters-ის ინფორმაციით, რაჯაპაკსამ ქვეყანა ცოლთან და ორ პირად მცველთან ერთად დატოვა. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აცხადების, რომ შრი-ლანკის პრეზიდენტი მალდივების დედაქალაქში გაემგზავრა და, სავარაუდოდ, იქიდან აზიის სხვა ქვეყანაში წასვლას განიხილავს.

შრი-ლანკაში უკვე რამდენიმე დღეა მოსახლეობა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს. შრი-ლანკაში მაღალი ინფლაცია და პირველადი საჭიროების პროდუქციის, მათ შორის საწვავის, მედიკამენტებისა და საკვების ნაკლებობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.