ახალი ამბები

შრი ლანკაში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

23 აპრილი, 2019 • 1497
შრი ლანკაში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

შრი ლანკაში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

განცხადება ამის შესახებ ISIS-თან დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტომ გამოქვეყნა.

როგორც გამოცემა Independent  წერს, თავდასხმა ჰგავს წარსულში მომხდარ შემთხვევებს, რომლებსაც თვლიან, რომ ISIS-ს მიერ იყო შთაგონებული, მაგრამ არა უშუალოდ მის მიერ ორგანიზებული.

შრი ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა 500-ს აღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიცია ავრცელებს.

როგორც BBC წერს, გარდაცვლილთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.  მომხდარის შემდეგ პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა.

აფეთქებების სერია შრი ლანკაში კვირას დაიწყო, როდესაც ადგილობრივი კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

ამავე თემაზე:

შრი ლანკაში დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი