ახალი ამბები

შრი-ლანკაში მომიტინგეები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ

9 ივლისი, 2022 • 1531
შრი-ლანკაში მომიტინგეები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ

შრი-ლანკაში მომიტინგეებმა ქვეყნის პრეზიდენტის, გოტაბაია რაჯაპაკსას სასახლის დაკავება შეძლეს.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, მის გადადგომას მოითხოვენ.

შრი-ლანკაში მაღალი ინფლაცია და პირველადი საჭიროების პროდუქციის, მათ შორის საწვავის, მედიკამენტებისა და საკვების ნაკლებობაა.

რაჯაპაკსამ სასახლე მშვიდობიანად დატოვა. მას გადადგომის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

ცნობილია, რომ რაჯაპაკსას მხარს ქვეყნის შეიარაღებული ძალები კვლავ უჭერს.

ქვეყანაში დემონსტრაციები გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.