ახალი ამბები

„შინ ევროპისკენ“ აქციის ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადავა

3 ივლისი, 2022 •
„შინ ევროპისკენ“ აქციის ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადავა

პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის  „შინ ევროპისკენ“ მონაწილეთა ერთი ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადავა. ამის
შესახებ სიტყვით გამოსვლისას ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

მშვენიერაძის თქმით, ხელისუფლებას დაახლოებით 1 საათში ეწურება ვადა დააკმაყოფილოს მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ, რომელიც აქციის მონაწილეებმა 24 ივნისს დააყენეს და „ოცნებას“ 1-კვირიანი ვადა მისცეს.

მეორე ასეთი მთავარი მოთხოვნა ეროვნული  თანხმობის მთავრობის შექმნა იყო.

„პირველი ნაბიჯი, გვჭირდება 3 ათასი ადამიანი, რომელიც მზად იქნება მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან – „ქართული ოცნების“ ოფისთან მისასვლელად. მე წამოვალ წინ და ვდგებით „ქართული ოცნების“ ოფისთან, დანარჩენები რჩებით აქ და იქმნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია და თუ ხელისუფლება მომდევნო საათებში, მომდევნო წუთებში აქ გადადგამს ნაბიჯს უკან – ასეთი კერები ბევრი გაჩნდება,“ – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

თბილისში აქცია „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით იმართება და მას უერთდებიან ძირითადი ოპოზიციური პარტიები.

ნახეთ ასევე:

მარნეულის მერიის თანამშრომლებმა სამირა ბაირამოვასთვის ხელშეშლა სცადეს

მასალების გადაბეჭდვის წესი