ახალი ამბები

სანქციების თავიდან აცილების ყველა მცდელობას ყურადღებით ვაკვირდებით — დეგნანი

29 ივნისი, 2022 • 449
სანქციების თავიდან აცილების ყველა მცდელობას ყურადღებით ვაკვირდებით — დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ბათუმის პორტში სანქცირებული კომპანიის პროდუქტით დატვირთული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ აშშ ყურადღებით სწავლობს სანქციების თავიდან აცილების ყველა მცდელობას.

ამის შესახებ დეგნანმა დღეს, 29 ივნისს განაცხადა:

“ჩვენ ნამდვილად ვსწავლობთ ამ საკითხს. ეს ძალიან შემაშფოთებელია და ამ ტიპის საქმიანობებს ყველგან ვაკვირდებით. ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო სააგენტოებთან, საბაჟოებთან და შემოსავლების სამსახურთან, ასევე, სამინისტროსთან. ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ მსგავს ცნობებთან დაკავშირებით.

უაღრესად მნიშვნელოვანია, მთავრობამ სერიოზულად მიიღოს, რომ სანქციების თავიდან აცილების ყველა მცდელობას ყურადღებით ვაკვირდებით და ასეც გავაგრძელებთ”, – განმარტა დეგნანმა.

ინფორმაცია სანქცირებული კომპანიის ტვირთით ბათუმში გემის შემოსვლასთან დაკავშირებით თავდაპირველად გაავრცელა „მთავარმა არხმა“. გემი ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შევიდა. 27 ივნისს, მას შემდეგ, რაც ცნობა მედიით გავრცელდა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც რუსული ნავთობით იყო დატვირთული, ბათუმის პორტს დატოვებდა და მას ტვირთის დაცლის საშუალება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი