ახალი ამბები

გვარი რომ არ ეწეროს ზედ, ვერ გაარჩევ ზურაბიშვილს სამადაშვილისგან – კობახიძე

23 ივნისი, 2022 • 689
გვარი რომ არ ეწეროს ზედ, ვერ გაარჩევ ზურაბიშვილს სამადაშვილისგან – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ეწევა საქართველოს კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას.

მისი თქმით, პრეზიდენტი თავისი რიტორიკით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული.

„სამწუხარო რა არის, იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში, ეს არის უკიდურესად სამწუხარო. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით დასულია სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელი და გვარი რომ არ ეწეროს ზედ, ვერ გაარჩევ სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან, რაც ძალიან სამწუხაროა. რატომ ხდება ეს, ამასთან დაკავშირებით ეჭვები გვაქვს, მაგრამ სიღრმეში არ შევალ“, – განაცხადა ირაკლი  კობახიძემ.

გუშინ, 22 ივნისს, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რომ ეს იყო აბსურდი, შეურაცხმყოფელი შინაარსით.

ზურაბიშვილმა სპეციალურად დანიშნულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2 დღეში ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა საქართველოს EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამის ფონზე კი, მართალია, საზოგადოება ყველაფერს აკეთებს და 20 ივნისის აქციის სახით აჩვენებს ბრიუსელს, რომ ერთიანია – პარლამენტში „სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე“.

მისივე თქმით, ყველამ, ვინც ღარიბაშვილის გამოსვლა მოისმინა, გაოგნებული უნდა იყოს.

„მეც გაოგნებული ვარ. მინდა აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ეს არ ვიცი, რას წარმოადგენს, ეს ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული – ამ ყველაფერზე პასუხი არ მაქვს“, – ამატებს ის.


დღეს 22 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინ ანგარიშით უნდა წარმდგარიყო. თუმცა, ამის ნაცვლად, ეს დრო ძირითადად ოპოზიციასთან პოლემიკაში გავიდა.

მისი რამდენიმე განცხადება დღევანდელი სხდომიდან იხილეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი