ახალი ამბები

„არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო“ — პუტინი უკრიანის EU-ში შესვლაზე

17 ივნისი, 2022 • 4220
„არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო“ — პუტინი უკრიანის EU-ში შესვლაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს, 17 ივნისს განაცხადა, რომ ის არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში შესვლას.

„ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი პოზიცია აქ თანმიმდევრულია. გასაგებია: ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო“.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში შესვლით უკრაინა რისკავს, გახდეს ევროპის ნახევარკოლონია, რადგან მისგან „ხორბლისა და სიმინდის გარდა არავის არაფერი სჭირდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი