საზოგადოება

კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, პერსპექტივა — საქართველოს — ევროკომისიის რეკომენდაცია

17 ივნისი, 2022 • 2377
კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, პერსპექტივა — საქართველოს — ევროკომისიის რეკომენდაცია

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.

გადაწყვეტილება გამოცხადდა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ვარჰეის პრესკონფერენციაზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის მინჭებას თანდართული პირობებით.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო, რომელიც შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი