ახალი ამბები

პრეზიდენტის დასახელებულ რომელ პრობლემას აგვარებს 16 ივნისის აქცია? – მელია

15 ივნისი, 2022 • 974
პრეზიდენტის დასახელებულ რომელ პრობლემას აგვარებს 16 ივნისის აქცია? –  მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პრეზიდენტი 20 ივნისის აქციას გმობს, რითაც ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოებას ხლეჩს.

ამასთან, როგორც მელია ამბობს, ზურაბიშვილი იცავს და პატივისცემას უდასტურებს იმ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მისი თქმით,  ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს.

“სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ, რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს). მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხიმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე – და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?! არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას. რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?

20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას. იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს, აი, იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს

გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია, რა არის ქართველი ხალხის ნება – ევროპული მომავალი! 20 ივნისს, 20 საათზე, რუსთაველზე“, – აცხადებს ნიკა მელია.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სირცხვილიას“ მოუწოდა, გადადოს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია – „შინ ევროპისკენ“, სანაცვლოდ კი 16 ივნისს აქციის გამართვა დააანონსა.

მისი თქმით, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია ბევრ საფრთხეს უკავშირდება.

16 ივნისის აქციაზე კი მიიწვია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის, მმართველი გუნდის.

პრეზიდენტის პასუხად „სირცხვილიამ“ განაცხადა, რომ აქციას არ გადადებს, თუმცა მის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე მიიღებს და სთავაზობენ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე, პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.

ზურაბიშვილი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მისი გადადებისკენ მოუწოდებს

ივანიშვილი დაიცვა, მთავრობა გააკრიტიკა და არავინ შეიწყალა – რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა

მასალების გადაბეჭდვის წესი