ახალი ამბები

სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ქვეყნის მტრების ნარატივში ჩაჯდა – ღარიბაშვილი

11 ივნისი, 2022 • 973
სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ქვეყნის მტრების ნარატივში ჩაჯდა – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქვეყნის მტრების ნარატივში ჩაჯდა“.

ამის შესახებ მან დღეს, 11 ივნისს, მან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა. პრეზიდენტი ამბობს, რომ  მთავრობამ უარი უთხრა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე, სადაც მას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით უნდა გაემართა შეხვედრები.

„სამწუხაროა, რომ პირდაპირ იმეორებს ქალბატონი სალომე დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა. მე იმედი მაქვს, რომ ის გაერკვევა უკეთ მთავრობის მუშაობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება,  რომ საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ პრეზიდენტის ყველა მიმართვა დააკმაყოფილა. ამის შესახებ მან, დღეს, 11 ივნისს, განაცხადა.

მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდში განხორციელებული ვიზიტები ჩამოთვალა და თქვა, რომ სხვა ვიზიტების შესახებ მას პრეზიდენტისგან ოფიციალური თხოვნა არ მიუღია.

ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტმა, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ მას მთავრობამ ვიზიტებზე უარი უთხრა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 10 ივნისს, განაცხადა, რომ სახელისუფლებო გუნდი არ აძლევს საშუალებას ეფექტურად დავიცვას ქვეყნის კანდიდატურა.

„მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მთავრობამ არ მომცა საფრანგეთში, უკრაინასა და პოლონეთში ვიზიტის საშუალება – პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი