ახალი ამბები

მელია-კობახიძეს კი არა, ეშმაკსაც გავუწვდი ხელს, თუ საქმე ეხება ქვეყნის მთლიანობას — გახარია

3 ივნისი, 2022 • 1614
მელია-კობახიძეს კი არა, ეშმაკსაც გავუწვდი ხელს, თუ საქმე ეხება ქვეყნის მთლიანობას — გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ამბობს, რომ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძესაც ჩამოართმევს ხელს, თუ ეს ქვეყნის ინტერესებში იქნება.

ამის შესახებ გახარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში დღეს, 3 ივნისს ისაუბრა.

„მაშინ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რა თქმა უნდა, ეშმაკსაც გავუწვდი ხელს უპრობლემოდ. მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ნიკა მელიას და კობახიძეს კი არა, ვისაც გინდათ, იმას ჩამოვართმევ ხელს. მაშინ, როდესაც საკითხი ეხება წარმატებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, ვისაც გინდათ, იმას ჩამოვართმევ ხელს. ეს არის მიდგომა.

მაგრამ როდესაც ეს ხალხი ერთმანეთს რაღაცას აბრალებს, მაშინ უბრალოდ ვეუბნები, რომ გაჩუმდით, რა! 3 კვირა რა გახდა, ვერ ვხვდები, არ შეუძლიათ სხვა რამეზე ილაპარაკონ?! ვთქვათ, ერთმა ისაუბროს კონსტიტუციაზე, მეორემ სხვა რამეზე“ ,— თქვა გახარიამ.

ამავე თემაზე ნახეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი