ახალი ამბები

აქცია ეროვნულ მუზეუმთან 3 ძირითადი მოთხოვნით

3 ივნისი, 2022 • 1290
აქცია ეროვნულ მუზეუმთან 3 ძირითადი მოთხოვნით

დღეს, 3 ივნისს, ეროვნულ მუზეუმთან საპროტესტო აქცია გამართეს მუზეუმიდან გათავისუფლებულმა და მოქმედმა თანამშრომლებმა, ასევე, სტუდენტებმა და მუზეუმის მხარდამჭერებმა. მათ გააპროტესტეს მუზეუმიდან თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება.

მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირის ხელმძღვანელმა ნიკა წიქარიძემ განაცხადა, რომ მათ აქვთ სამი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც უნდა შეასრულოს ეროვნულმა მუზეუმმა.

  1. ხელფასების 100%-ით გაზრდა;
  2. გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა;
  3. არქეოლოგიური ნებართვების გაცემა.

მესამე მოთხოვნა აქციის მონაწილეთათვის მნიშვნელოვანია, რადგან მუზეუმიდან გათავისუფლებულებს ავტომატურად უწყდებათ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების ნებართვა. შესაბამისად, მუზეუმიდან გათავისუფლებული არაერთი პროფესიონალი არქეოლოგი, ფაქტობრივად, აკრძალული პროფესიის ამარა რჩება.

ეროვნულ მუზეუმში წმენდა მას შემდეგ დაიწყო, რაც კულტურის მინისტრი გახდა თეა წულუკიანი. მას შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან, მათ შორის, ეროვნული მუზეუმიდან, ათეულობით ადამიანი გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი