ახალი ამბები

ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი, 2022 • 810
ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

დედოფლის თქმით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამომწვევებისა, მომავალს იმედიანად უყურებს.

„თქვენო აღმატებულება, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საუკეთესო სურვილებს ვუთვლი საქართველოს მოსახლეობას. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ. გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ”, – ნათქვამია ელისაბედ მეორის მისალოც წერილში.


26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილების მიხედვით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს.

1921 წლის თებერვალში საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. 1991 წლის 31 მარტს საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, საქართველომ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა.

26 მაისს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ქვეყნის ხელისუფლებაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოვიდა. 1991 წლიდან მოყოლებული, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი