ახალი ამბები

იან კელის პოზიციამაც გაუადვილა ნიკა გვარამიას 7 მლნ-ით გაეძარცვა რ2 — კობახიძე

25 მაისი, 2022 • 718
იან კელის პოზიციამაც გაუადვილა ნიკა გვარამიას 7 მლნ-ით გაეძარცვა რ2 — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის პოზიციამ თავის დროზე ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ 7 მილიონით გაძარცვა გაუდვილა.

ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა იან კელისა და დეივიდ კრამერის ერთობლივად გამოქვეყნებულ მოსაზრებას — „ პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში“ — და აღნიშნა, რომ მათი აზრი საინტერესო აღარაა.

„მე მგონი, კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ დიდი ხანია, რაც ლობისტები არიან. მინდა იან კელის ერთი რამ შევახსენო, მისი პოზიციაც ძალიან პრობლემური იყო თავის დროზე „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მისმა პოზიციამაც გაუადვილა ნიკა გვარამიას 7 მლნ-ით გაეძარცვა „რუსთავი 2“.

ეს ძალიან სამწუხაროა. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, მითუმეტეს გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს, ამ პიროვნული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით აქვს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის კრიტიკის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არაერთგზის მიანიშნებენ პროკურატურის ბრალდებაზე მილიონების გაფლანგვის შესახებ, რაც ქმნის გაცდას, განცდას, რომ გვარამია ხსენებული 7 მილიონამდე ლარის გამო ზის ციხეში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

რეალურად, გვარამიას 3.5 წელი ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის გამო მიუსაჯეს, რომელშიც ხსენებული მილიონები არ ფიგურირებს. ეს დეტალი კი განაჩენის გამოცხადების დღესვე იყო ნათელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი