ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი ცხინვალს არ ეთანხმება რეფერენდუმის კითხვის ფორმულირებაში

24 მაისი, 2022 • 2508
მოსკოვი ცხინვალს არ ეთანხმება რეფერენდუმის კითხვის ფორმულირებაში

რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სამართლებრივად  არასწორია რეფერენდუმის კითხვის ფორმულირება ცხინვალის მიერ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხთან დაკავშირებით.

17 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გაიმართება “რეფერენდუმი რუსეთს შემადგენლობაში შესვლაზე”, მაგრამ პლებისციტის კითხვა ფორმალურად ასე დგას: მხარს უჭერთ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანებას?

“თუკი სერიოზულად მივუდგებით, ეს საკითხი იურიდიულად დასამუშავებელია. რადგან, თუ სწორად გვესმის, რეფერენდუმის საკითხი იურიდიულად ჩამოყალიბებულია როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და რუსეთის გაერთიანება, ანუ იურიდულად ეს გარკვეულია კაზუსია”.

მისივე თქმით, თუკი საკითხი შეეხება “გაერთიანებას”, მაშინ ეს რაღაც მესამე სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამიტომაც საჭიროა ფორმულირებაზე ფიქრი. მე უკვე მერამდენედ ვიმეორებ, რომ რაიმე ნაბიჯები ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან არ გადადგმულა და არც იგეგმება”, – განაცხადა პესკოვმა.

რატომ შეიძლება გაუქმდეს ცხინვალში რეფერენდუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი