ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს ესაუბრა

28 აპრილი, 2022 • 767
სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების კონგრესში ყოფნისას ტელეფონით მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს ესაუბრა.

„სატელეფონი ზარი მქონდა პრეზიდენტ მაია სანდუსთან მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე. საქართველო სოლიდარულია მოლდოვას მიმართ – ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს“, – წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.

თავის მხრივ, პრეზიდენტი მაია სანდუ წერს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საუბრისას მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მოლდოველთა მიმართ სოლიდარობისთვის.


რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში, დნესტრისპირეთის სახელით ცნობილ რეგიონში, სამი აფეთქება მოხდა.

მოლდოვამ მომხდარი დაგმო და ვითარების ხელოვნურად გამწვავების მცდელობად შეაფასა.

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქვეყნის მეზობელ რუმინეთთან გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ხალხი მოისურვებს.

„ეს შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით. როცა ხალხი განაცხადებს, რომ მათ ეს სურს, ეს მოხდება“, – განაცხადა მაია სანდუმ მოლდოვურ ტელევიზია Journal TV-ს ეთერში.

მანამდე მოლდოველმა ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღება ვერ პასუხობს ამჟამინდელ გამოწვევებს და საჭირო იყო შეიარაღების გაუმჯობესება.

მასალების გადაბეჭდვის წესი