ახალი ამბები

მარტში ფულადი გზავნილები 2.6%-ით გაიზარდა

15 აპრილი, 2022 • 1012
მარტში ფულადი გზავნილები 2.6%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 193.1 მლნ აშშ დოლარი (625.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2.6%-ით (4.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2022 წლის მარტში თანხის ყველაზე დიდი რაოდენობა, 36.05 მილიონი აშშ დოლარი იტალიიდან გადმოირიცხა, რამაც მთლიანი გადმორიცხვების 18.67 პროცენტი შეადგინა.

შემდეგია რუსეთის ფედერაცია – 27 მილიონი აშშ დოლარით, რაც გადმორიცხული თანხების 13.99 პროცენტია.

მესამე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები 25.64 მილიონი აშშ დოლარით, რაც  საერთო გადმორიცხვების 13.28 პროცენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი