საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ალტ-ინფოს“ ბრიფინგზე არდაშვების მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ „ალტ-ინფო“ გამოირჩევა პრორუსული და ძალადობრივი მოწოდებებით.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ალტ-ინფოს“ ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ,,ალტ-ინფო” გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს,“ – აცხადებენ ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
პრორუსული ტელევიზიის, „ალტ-ინფოს” ჟურნალისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ დაუშვეს გუშინ, 11 აპრილს ჩანიშნულ ბრიფინგზე. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „ალტ-ინფომ” გაავრცელა.
ვრცლად: