ახალი ამბები

არ ვარ ოპტიმისტური – ავსტრიის კანცლერი პუტინთან საუბრის შემდეგ

11 აპრილი, 2022 • 3008
არ ვარ ოპტიმისტური – ავსტრიის კანცლერი პუტინთან საუბრის შემდეგ

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.

„არ ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტურად განწყობილი პუტინთან საუბრის შემდეგ. ნათელია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მასიური შეტევა მზადდება“, – ამბობს კანცლერი.

Reuters წერს, რომ ნეჰამერის შეფასებით მას ჰქონდა „ძალიან პირდაპირი, ღია და ხისტი“ საუბარი პუტინთან, შეხვედრა კი მოსკოვთან ახლოს გაიმართა.

„ეს არ იყო მეგობრული შეხვედრა“ – აცხადებს კანცლერი. ის ამატებს, რომ მან სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ, ასევე დაგმო რუსეთის ქმედებები.

„ჩემი მთავარი გზავნილი პუტინისადმი იყო ის, რომ ომი საბოლოოდ უნდა დასრულდეს, რადგან ომში არიან მხოლოდ წაგებულები“, – ამბობს კარლ ნეჰამერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი