ახალი ამბები

„ოცნება“ – 22%, ენმ – 10%, გახარია – 3% – CRRC-ის კვლევა

15 მარტი, 2022 •
„ოცნება“ – 22%, ენმ – 10%, გახარია – 3% – CRRC-ის კვლევა

CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 22% უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, 10% – „ნაციონალურ მოძრაობას“.

ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“, მხარს უჭერს გამოკითხულთა 3%, „ლელოსაც“ – 3%, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ კი 2-2%.

სხვა პარტიებს 2% ასახელებს.

საინტერესოა, რომ დასახელებული პარტიების მხარდაჭერა მხოლოდ 44%-ია.

16% აცხადებს, რომ ყველა პარტიას გადახაზავდა, 4% საერთოდ არ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში. 18% ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემდა ხმას, 20% კი საერთოდ უარს აცხადებს პასუხზე.

წყარო: CRRC

გამოკითხვის მეთოდი იყო სატელეფონო გამოკითხვა ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით. საველე სამუშაოები 7-10 მარტის შუალედში ჩატარდა და გამოიკითხა 1092 ადამიანი. ცდომილება 2.96% – ია, გამოპასუხების დონე – 24%.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი