CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ახალი კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ საქართველო სრულად ან ნაწილობრივ უნდა შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
კერძოდ, 39% მიიჩნევს, რომ საქართველო ყველა დაწესებულ სანქციას უნდა შეუერთდეს, 27% კი მიიჩნევს, რომ საქართველო ზოგიერთ სანქციას უნდა შეუერთდეს.
მხოლოდ 19% ამბობს, რომ ეწინააღმდეგება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან საქართველოს მიერთებას.

ამასთან, გამოკითხულთა გაცილებით მეტი პროცენტული წილი – 71% – მიიჩნევს, რომ ევროკავშირის, შტატების და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.
10% დამატებითი სანქციბის საჭიროებას ვერ ხედავს, 4% შემსუბუქებას ემხრობა, 3% კი მიიჩნევს, რომ ეს სანქციები საერთოდ უნდა გაუქმდეს.

