საზოგადოება

61%-ის თქმით, თბილისი საკმარისად არ უჭერს მხარს უკრაინას – CRRC

15 მარტი, 2022 • 1607
61%-ის თქმით, თბილისი საკმარისად არ უჭერს მხარს უკრაინას – CRRC

CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მთავრობას უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი.

გამოკითხულთა 32% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა უკვე საკმარისად უჭერს მას მხარს.

მხოლოდ 3% მიიჩნევს, რომ მხარი ნაკლებად, ან საერთოდ არ უნდა დაუჭიროს.

წყარო: CRRC

გამოკითხვის მონაწილეებს მკვლევრებმა ასევე ჰკითხეს, რამდენად მისაღები იქნება მათთვის ესა თუ ის ნაბიჯი. პასუხები ასე გადანაწილდა:

  • უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება 85%-სთვის არის სრულად მისაღები;
  • უკრაინელი ლტოლვილების მიღება სრულად მისაღებია 79%-სთვის;
  • ფინანსური დახმარება სრულად მისაღებია 69%-სთვის;
  • მთავრობის მიერ ქართველი მოხალისეებისთვის ნების დართვა, უკრაინაში საბრძოლველად წავიდნენ, 42%-სთვის არის სრულად მისაღები, 24%-სთვის კი „უფრო მისაღები, ვიდრე მიუღებელი“.
  • რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის ცალსახა მომხრე გამოკითხულთა 40%-ია, 19% კი ნაკლებად მტკიცედ ემხრობა ამ ზომის გამოყენებას; ეს სრულიად მიუღებელია 12%-სთვის.
  • უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის მიწოდება გამოკითხულთა 31%-სთვის არის სრულად მისაღები.

უფრო ზუსტად, პასუხები ასე გადანაწილდა:

წყარო: CRRC

გამოკითხვის მეთოდი იყო სატელეფონო გამოკითხვა ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით. საველე სამუშაოები 7-10 მარტის შუალედში ჩატარდა და გამოიკითხა 1092 ადამიანი. ცდომილება 2.96% – ია, გამოპასუხების დონე – 24%.

მასალების გადაბეჭდვის წესი