საზოგადოება

ომზე პასუხისმგებლობას საქართველოში გამოკითხულთა 80% რუსეთს/პუტინს აკისრებს

15 მარტი, 2022 • 4359
ომზე პასუხისმგებლობას საქართველოში გამოკითხულთა 80% რუსეთს/პუტინს აკისრებს

CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ახალი კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოსახლეობის 80% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაცია ან პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

ჯამში, გამოკითხულთა მხოლოდ 7% ასახელებს შეერთებულ შტატებს, უკრაინის ხელისუფლებას, პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის, ნატოს ან ევროკავშირს.

პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

წყარო: CRRC

მკვლევრებმა გამოკითხვის მონაწილეებს ასევე ჰკითხეს, მათი აზრით, რა არის რუსეთის მხრიდან ომის დაწყების მიზეზი. „საბჭოთა კავშირის აღდგენა“ პასუხად 20%-მა დაასახელა.

სხვა პასუხები ასე გადანაწილდა:

წყარო: CRRC

მეთოდოლოგია:

გამოკითხვის მეთოდი იყო სატელეფონო გამოკითხვა ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით. საველე სამუშაოები 7-10 მარტის შუალედში ჩატარდა და გამოიკითხა 1092 ადამიანი. ცდომილება 2.96% – ია, გამოპასუხების დონე – 24%.


რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით.

საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პასუხად მკაცრი სანქციები დაუწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი