CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალი კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოსახლეობის 64% აფასებს დადებითად.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებებს დადებითად მხოლოდ 41% მიიჩნევს.
ყველაზე ნაკლებად გამოკითხულებს პარლამენტის მოქმედებები მოსწონთ – დადებითად პარლამენტის მოქმედებებს 34% აფასებს.
ყველაზე დადებითად (65%) გამოკითხულები ქართული მედიის მოქმედებებს აფასებენ დადებითად.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებებს დადებითად აფასებენ როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის ამომრჩევლები.
ირაკლი ღარიბაშვილს კი ძირითადად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უწონებენ მოქმედებებს.
მეთოდოლოგია:
გამოკითხვის მეთოდი იყო სატელეფონო გამოკითხვა ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით. საველე სამუშაოები 7-10 მარტის შუალედში ჩატარდა და გამოიკითხა 1092 ადამიანი. ცდომილება 2.96% – ია, გამოპასუხების დონე – 24%.
ნახეთ ასევე: