ახალი ამბები

„პრეზიდენტი მოექცა ენმ-ის ბულინგის ქვეშ“ — ალუდა ღუდუშაური

14 მარტი, 2022 • 1695
„პრეზიდენტი მოექცა ენმ-ის ბულინგის ქვეშ“ — ალუდა ღუდუშაური

“ქართული ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ დაიწყებენ “შესწავლას”  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი იყო.

ასე უპასუხა მან კითხვას, დადგება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი.

ღუდუშაურის შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენება რეალობას აცდენილი იყო.

მისი თქმით, ზურაბიშვილის მიერ მმართველი გუნდის კრიტიკა დაუსაბუთებელი იყო და ამიტომ მას არ გაიზიარებენ.

“როგორც ჩანს, ქალბატონი პრეზიდენტი, პირდაპირ თუ ირიბად, რაღაცნაირად მოექცა ენმ-ის ე.წ. ბულინგის ქვეშ. ეს არის ფაქტი.

თუ მისი განცხადებები და მასში მოყვანილი ფაქტები რეალობა არის, ბუნებრივია, ეს შესწავლას საჭიროებს. თუ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუცია დარღვეული, -ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუცია არის უპირველესი და უზენაესი,- არავის აქვს უფლება, რომ ეს დაარღვიოს”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპის დედაქალაქებში ოფიციალური ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.

მისი თქმით, ამის გამო მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.

ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას, დღეს, 14 მარტს ისაუბრა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხმამაღლა საუბრობდა უკრაინის მხარდაჭერაზე. პარალელურად, „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი საჯაროდ ცდილობდნენ საკითხიდან დისტანცირებას.

გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ საქართველო არ შეუერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. საბოლოოდ, საქართელოს ხელისუფლება არასაკმარისი მხარდაჭერისა და საჯარო განცხადებების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გააკრიტ

მასალების გადაბეჭდვის წესი