ახალი ამბები

ჩერნობილში ელექტრომომარაგება აღდგა

13 მარტი, 2022 • 1328
ჩერნობილში ელექტრომომარაგება აღდგა

უკრაინის ატომური ენერგიის მინისტრის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა და გაგრილების სისტემა ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებს.

რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური სადგური უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს. ადგილზე ამ დრომდე რჩება პერსონალი, რომელიც უკვე ორ კვირაზე მეტია სადგურზევე რჩება და მათი სხვა ცვლით ჩანაცვლება ვერ ხერხდება.

როგორც BBC წერს, პერსონალი საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას მშვიდად ასრულებს, თუმცა მუშაობა მძიმე პირობებში უწევთ, რამდენადაც საკვებისა და პრეპარატების ლიმიტი იწურება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩერნობილის ატომური სადგური არ ფუნქციონირებს, ის სრულად არასდროს მიუტოვებიათ და გარკვეული სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებაა საჭირო.

იმის გამო, რომ სადგურს ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ადგილზე განთავსებულ გენერატორებს კი მხოლოდ 48 საათიან რეჟიმში მუშობის რესურსი ჰქონდა, უკრაინის მთავრობაში გამოთქვამდნენ შიშს, რომ გაგრილების სისტემა სათანადოდ ვერ იმუშავებდა და რადიაციის გაჟონვის შესაძლო რისკზე საუბრობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი