ახალი ამბები

რუსი ოკუპანტების ნაწილმა ჩერნობილი დატოვა – პენტაგონი

31 მარტი, 2022 • 879
რუსი ოკუპანტების ნაწილმა ჩერნობილი დატოვა – პენტაგონი

პენტაგონი ადასტურებს, რომ რუსი ოკუპანტების ნაწილმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვა. ამის შესახებ CNN-ს პენტაგონის წყარომ დაუდასტურა.

ატომური ელექტროსადგური რუსმა ოკუპანტებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებშივე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ჯარების მანევრები კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში არა უკანდახევა, არამედ არის „გეგმური გადაჯგუფება“.

როგორც რუსული მხარე აღნიშნავს, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებიდან ჯარების „გეგმური გადაჯგუფების“ მიზანი საბრძოლო მოქმედების პრიორიტეტული მიმართულებებით გააქტიურებაა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, „გეგმური გადაჯგუფება“ პირველ რიგში „დონბასის სრული განთავისუფლების ოპერაციის დასასრულებლად“ ხდება.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 150 ბავშვი. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, მათგან 3.9-მა მილიონმა ქვეყანა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი