ახალი ამბები

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსეთი ჩერნობილში ტერაქტს ამზადებს

11 მარტი, 2022 • 1712
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსეთი ჩერნობილში ტერაქტს ამზადებს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსეთი ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე ტერორისტულ შეტევას ამზადებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა გასცა ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება“, – აცხადებს საგარეო დაზვერვა.

უკრაინული მხარის თანახმად, რუსები ცდილობენ ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფის ინსცენირებას, რომელსაც შემდეგ უკრაინულ მხარეს დააბრალებენ.

კიევის თანახმად, უკრაინელი მხარის კატასტროფაში ჩართულობის „მტკიცებულების“ შექმნის მიზნით, რუსეთი დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების სხეულებს აგროვებს, რათა წარმოაჩინოს, რომ ისინი ბირთვულ სადგურზე თავდასხმას ცდილობდნენ.

ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგური ქვეყნის ჩრდილოეთში, ბელარუსის საზღვართან მდებარეობს.

ომის დაწყებიდანვე რამდენიმე დღეში რუსულმა ჯარებმა სადგური დაიკავეს და კვლავ აკონტროლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი