ახალი ამბები

რუსეთში Twitter-იც შეიზღუდა

5 მარტი, 2022 • 1335
რუსეთში Twitter-იც შეიზღუდა

რუსეთში Twitter-ზე წვდომა შეიზღუდა.

„როსკომნადზორის“ ცნობით, სოციალური ქსელის მუშაობის შეზღუდვის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ 24 თებერვალს მიმართა და მარტის დასაწყისში, „უკრაინაში სპეცოპერაციის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო“, მათ უკვე მოუწიათ Twitter-ის სიჩქარის შენელება. უწყების ცნობით, სოციალურ ქსელში შეზღუდვების მოსახსნელად საჭირო იყო აკრძალული მასალების ამოღება, რაც არ გაკეთდა.

„ყველაფერი ჯორჯ ორუელის მიხედვითაა. შემდეგი ნაბიჯი — ჭეშმარიტების სამინისტროს, სიყვარულის სამინისტროს, კეთილდღეობის სამინისტროსა და მშვიდობის სამინისტროს შექმნაა“, — თქვა უკრაინის ციფრული ტრანსოფრმაციის მინისტრმა მიხაილ ფიოდოროვმა.

მანამდე „როსკომნადზორმა“ ოფიციალურად განაცხადა რუსეთში „ფეისბუკის“ სრულად დაბლოკვის შესახებ. “მედუზას” ცნობით, ამის მიზეზად რეგულატორმა რუსული მედიასაშუალებების “დისკრიმინაცია” დაასახელა.

„როსკომნადზორის“ განცხადებით, ფეისბუკმა წვდომა შეუზღუდა შემდეგ მედიასაშუალებებს: “ზვეზდა”, რია ნოვოსტი”, რაშა თუდეი, ლენტა.რუ და გაზეტა.რუ.

ინფორმაციის დამოუკიდებელი არხები მედუზა და ბიბისი, ასევე, უდიდესი სოციალური ქსელი ფეისბუკი რუსეთში სრულად ხელმისაწვდომი 3 მარტიდან აღარ არის.

3 მარტს მაუწყებლობა შეწყვიტა რუსულმა ოპოზიციური ტელევიზიამ „დოჟდი“ [ Дождь].

რუსეთში ფეისბუკი დაბლოკეს

მასალების გადაბეჭდვის წესი