საზოგადოება

რუსეთში ფეისბუკი დაბლოკეს

4 მარტი, 2022 • 1732
რუსეთში ფეისბუკი დაბლოკეს

როსკომნადზორმა ოფიციალურად განაცხადა რუსეთში ფეისბუკის დაბლოკვის შესახებ. “მედუზას” ცნობით, ამის მიზეზად რეგულატორმა რუსული მედიასაშუალებების “დისკრიმინაცია” დაასახელა.

როსკომნადზორის განცხადებით, ფეისბუკმა წვდომა შეუზღუდა შემდეგ მედიასაშუალებებს: “ზვეზდა”, რია ნოვოსტი”, რაშა თუდეი, ლენტა.რუ და გაზეტა.რუ.

ინფორმაციის დამოუკიდებელი არხები მედუზა და ბიბისი, ასევე, უდიდესი სოციალური ქსელი ფეისბუკი რუსეთში სრულად ხელმისაწვდომი 3 მარტიდან აღარ არის.

3 მარტს მაუწყებლობა შეწყვიტა რუსულმა ოპოზიციური ტელევიზიამ „დოჟდი“ [ Дождь].

მასალების გადაბეჭდვის წესი