შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მას მადლობა გადაუხადა „ქართველი ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ“.

„მან [ბლინკენმა] ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს  საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბლინკენმა  აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი, აყვავებული ევრო-ატლანტიკური მომავლის გზაზე“, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-რელიზში.

ნახეთ ასევე:

იმედი მაქვს, ენტონი ბლინკენი მალე ეწვევა საქართველოს – ზურაბიშვილი