საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე.
მან პოლიციის მანქანიდან გამოაქვეყნა პოსტი მისი დაკავების შესახებ, სადაც ასევე წერს, რომ ძლიერად სცემეს.
ამის შემდეგ თედ ჯონასი პოლიციის მანქანიდან უკავშირდებოდა ოჯახის წევრებს, თუმცა შემდეგ კავშირი გაწყდა და უცნობია, რა განყოფილებაში გადაიყვანეს ამერიკის მოქალაქე.
ფოტოზე თედ ჯონასი პოლიციის მანქანაში იმყოფება.







